Thursday, March 31, 2016

სეენსაციური ინფორმაცია თბილისში ეიფელის კოშკის მსგავში ინსტრუქცია შენდება !!!!

  
    სეენსაციური ინფორმაცია, საქართველოს მთავრობის მიერ გავრცედლებული ცნობებით, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში იგეგმება ეიფელის კოშკის მსგავსი კონსტრუქციის აშენება, რომელიც თავად ეიფელის კოშკზე 34 მეტრით უფრო მაღალი იქნება,  არსებული კონსტტუქციით საქართველო დაიკავებს საპატიო ადგილს ევროპის თბილ ოჯახში,  თავად კონსტრუქციაზე იმუშავებს ცნობილი არქიტექტორი  ანტონიო გაუდი, რომლის აშენებული არის ქალაქ ბარსელონის, უდიდესი ტაძრები და სხვა ღირშესანიშნავი ძეგლები, მშენებლობაზე დასაქმდება  ათასამდე  მუშახელი, და ქვეყანას ეს მშენებობა დაუჯდება  მილიარდ ნახევარი, თავად საქართველოს პრემიერ მინისტრი აცხადებს რომ, არსებული თანხა სწორი ინვესტიცია ქვეყნისათვის,  მშენებლობა გაიმართება სწრაფი ტემპით. თუ სად აშენდება არსებული კოშკი მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ჩვენი ცნობებით ეს ადგილი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია იქნება,  
ინფორმაცია დადასტურებულია საქართველოს  ევროპისკენ სწრაფის მიმართულებით დეპარტამენტი რომელიც ქალაქ თბილისში  1997 წლიდან არსებობს. 

Sunday, June 21, 2015

ზღაპარი სიყვარულზე

როგორც ყველა ზგაპარი ჩვენი ზგაპარიც ასე იწყება იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, თუმცა ეს ძალიან ბანალურია და თან დამღლელიც ამიტომ პირდაპირ სათქმეზე გადავალ, შემიყვარდა უი ბოდიში შეუყვარდა ჩვენი ზღაპრის გმირს პირობითად ავიღოთ მისი სახელი და როგორც ზგაპრეპს შეეფერება დავარქვათ არტური ,  წინასწარ გაფრთხილებთ რომ ამ ძღაპარს არ აქვს ისეთი დასასრული როგოც სხვა ზღაპრებს.ხოდა რას ვამბობდი არტური იყო ერთი არაფრით გამორჩეული უბრალო მაგრამ გულით ძლიერი და სულით ამაყი ბიჭი ,  მის ცხოვრებაში თითქოს არაფერი ხდებოდა ღირებული ყოველდღე ერთი და იგივე და ასე გრძელდებოდა იმ დღემდე სანამ მან ის დაინახა, ვინ? გაგიკვირდებათ და მისი აღწერა ძალზედ რთულია მაგრამ მაინც ვცდი, ის იყო ქერა,მაღალი, ცისფერ თვალება,მზეზე ოქროსფერი დალალები ისე უბრწყინავდა როგორც საუკუნოდ გადამალული განძი დიდი ხნის შეგ მზის სხივი რომ მოხვდება,მისი სახე და ღიმილი ისეთი ნათელი იყო რომ ასი მზეც რომ დაგედგათ მის წინ ასივეს ერთდროულად დაჩრდილავდა , და ისევ უნდა ვახსენო ეს ფრაზა როგოც ყველა ზგაპარში ხდება არტური და ოქროსფერთმიანი გოგო ერთმანეთს შეხვდნენ , მაგრამ განა რა შეხვედრა იყო მხოლოდ ერთი წამით მოჰკრეს ერთმანეთს თვალი,თუმცა თვალთა ეს კავშირი უფრო დიდი იყო ვიდრე ერთად აღებული ყველა გალაქტიკა, ეს შეხვედრა უფრო ძლიერი იყო ვიდრე არწივი ბრძოლის დროს და სწორედ ამ იძლიერემ წარმოშვა ის გრძნობა რამაც არტურის ყოველდღიურ ცხოვრებაში სრული აფეთქება გამოიწვია, არტურს შეუყვარდა გოგონა ოქროსფერი ნაწნავით, თუმცა მასთან დაახლოება როდი იყო ადვილი, ამიტომ დაელოდა შესაბამის მომენტს როდესაც მეჯლისი იმართებოდა მთელს სამეფოში, რადგან მისცემოდა საშუალება რომ მასთან ეცეკვა , შეყვარებული ბიჭის სურვილი იმდენად ძლიერი იყო მასთან ცეკვის, რომ  კეთილმა ფერიებმაც კი შეუწყეს ხელი არტურს,და მოხდა ის საოცარი მომენტი რომელსაც ბიჭი ამდენი ხანი ელოდა წინ იდგა მისი ოცნების გოგონა,და აი გაისმა მუსიკის პირველი ნოტები ბიჭი ადგილიდან მინც ვერ იძვრის თითქოს რაგაც იჭერს მას თუმცა საბედბიეროდ მოახერხა და გადადგა პირველი ნაბიჯი პირველს მეორევე მოჰყვა მელე ,შემდეგ მესამე და მთელი საღამობიჭი და გოგონა ცეკვავდნენ და მათი შემხედვარე ვარსკვლავებიც კი აცეკვდნენ.ალბათ ყველამ წარმოიდგინეთ თუ როგორ გაგრძელდება ეს ძღაპარი ,რომ გოგონასაც შეუყვარდა თავდავიწყებით არტური, მალევე დაქორწინდნენ ჰყავდათ ბევრი შვილი და ცხოვრობდნენ დიდხან და ბედნიერად, თუმცა როგოც გითხარით ამ ზღაპარს არ აქვს კეთილი დასასრული.
       არტუს იმედი მიეცა რომ ეს გოგონა გახდებოდა მისი მეორე ნახევარი და როდესაც ყვავილები მიჰქონდა მასთან გზაში ყური მოჰკრა რომ  ორი დედაკაცის საუბარს რომ გოგონა თხოვდებოდა ყმაწვილზე მდიდარი წრიდან ,არტუს ყვავილები ხელშივე შემოახმა და დაღვრემილი დაიარებოდა , მისმა მეგობრებმა უამრავი გოგონა გააცნეს ქერა,შავგვრემანი,მსუქანი, სუსტი, თუმცა გოგონას ოქროსფერი ნაწნავით ვერავინ შეედრებოდა ირგვლივ, ამიტომ ატრტურმა უარი თქვა ყველა ქალზე დედამიწის ზურგზე და გახდა მარტოხელა შეყვარებული.
          ასე გავიდა უამრავი წელი არტურისა და ოქროსფერნაწნავიანი გოგონას ისტორია ყველას დაავიწყდა თუმცა როგოც ამ სამეფოს მოსახლეები ამბობენ ამ ქალის სახლთან ვიგაც მოხუცი არსაიდან ჩნდებოდა დამჭკნარი ყვავილებით  უყურებდა  მის აივანს ცოტა ხნით და  შემდეგ ისევ ქრებოდა იქიდან ,ქალის გარდაცვალების შემდეგ კი ამ ბერიკაცს მის საფლავთან ხედავდნენ ხშირად  დამხობილს და ცრემლებით სავსეს თუმცა ის თავის დარდს არავის უზიარება. ასე დამთავრდა ჩვენი ზგაპარი კაცზე რომელიც საყვარელი ქალის  სიკვდილის შემდეგაც ერთგული იყო მისი,ასე რომ როგოც იტყვიან ხოლმე ქატო იქა ფქვილი აქა ჭირი იქ და ლხინიც აქა .